55:17 - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიას თამაში შემოუტრიალა და თანაც, როგორ შემოუტრიალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე ტურში, B ჯგუფში, ტრევიზოში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია რეკორდული სხვაობით, 55:17 დაამარცხა.

დებიუტში ბურთი, ძირითადად, მეტოქეს ჰქონდა და 12:0 დაწინაურდა. შუა ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი გამოიღო: ზაზაძის ლელოთი და ხუციშვილის გარდასახვით ანგარიშის შემცირება შეძლო. შემდეგ ჩვენმა გუნდმა თავისი მთავარი იარაღი, აგორებული მოლი გამოიყენა და ციხისთავმა ლელოთი ანგარიში გაათანაბრა (ხუციშვილმა ლელო გააცუდა). 34-ე წუთზე შოტლანდიას თავისი შერკინება მოვუგეთ, ქუნთელიამ ლელო დადო, ხუციშვილი გარდასახვისას ზუსტი იყო და წინ გავედით. 39-ე წუთზე მოწინააღმდეგეს უკვე მისსავე
დერეფანში ვაჯობეთ, ლამაზი შეტევა ასევე ლამაზად აფციაურმა დააგვირგვინა, ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა. ბოლოს სკოტების იერიშიც მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 26:12 მოვიგეთ.

54-ე წუთზე ციხისთავის მესამე სალელოვე პასი ზაზაძემ დაასრულა, დუბლი შეასრულა, ხუციშვილმა გარდასახვაც მიაყოლა, ცოტა ხანში კი საჯარიმოც. 64-ე წუთზე ვიზავიმ ლელოთი ჩამორჩენის მცირედით შემცირება მოახერხა. ამას აფციაურის გაქცევა, ოფლოუდი და შვანგირაძის ლელო მოჰყვა. მერე ვიხილეთ გალდავასა და ბაბუნაშვილის ლელოები და ხუციშვილის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრაში 8 ლელო, 6 გარდასახვა და 1 ჯარიმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას ასეთი სხვაობით არც უელსთან წაუგია და არც იტალიასთან.

იტალიასთან და უელსთან წაგებების შემდეგ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის მატჩში 12 ივლისს საფრანგეთს დაუპირისპირდება.

საქართველო

ხაზი:
15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. გაგა ქევხიშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. პაატა გალდავა, 20. ბექა გელხვიძე; 21. კოტე იაშვილი, 22. გიორგი ჩიქოვანი, 23. ლუკა სახელაშვილი, 24. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლელოს ნეპოტიზმი რო არა, იქნება უელსისთვისაც მოგვეგო
G.G.
17:03 07-07-2022
1
ვულოცავ ნაკრებს და ბიჭებს მოგებას. მაგრამ მოგებამ თვალებიარ უნდა დაუბნელოს არავის სწორი კრიტიკისათვის და სიმართლის დანახვისთვის. ისევ ვახსენებ ლელოს ნეპოტიზმს და უკანა ხაზის უსუსუსრობას. 10 ნომერმა შედარებით კარგად ითამაშა წინა თამაშებთან შედარებით მაგრამ ამ ბიჭს თუ მეორეს მე დიდ რაგბში ვერ ვხედავ. მეორე ათი ნომერი ძალიან პატარაა თანაც და არც ჯანი აქვს და არა მგონია გაიზარდოს. ამ 10 ნომერს კი სირბილი აქვს სასწავლი სწორად და იქედან დავიწყოთ. საერთოდ უკანა ხაზის უმეტესობა არასწორად დარბის ამირტომ არის წომ სიჩქარეს ვერ კრიბავენ და ისე ლაღად ვერ გარბინ. უმეტესობა მძიმედ დარბის. 9 ნომერს არა უშავდა. დანაღცენებზე ვერაფერს ვიტყვი გარდა იმის რომ ხაზშიც არასწორად დგანან და ბურთი 12 ნომრის იქეთ არც გასულა წესიერად. აფციარს ხაზში აქვს ყველაზე უკეთესი მონაცემები. დანარჩენს ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი, წირბილის სწავლიდან დაწყებული. შერკინება ყოჩაღ და მართლაც მაგარი ბიჭები არიან განსაკუთრებით პირველ ხაზს გამოვყოფდი. სამწვრთნელო შტაბს 10 ბალიანი სისტემით 1-ს დავუწერდი რადგან ჯერ ერთი ყველა ლელოდან არიან და შეტენეს თავისი მოთამაშეები და უკეთესები არიან დამიჯერეთ, განსაკუთრებით უკანა ხაზში. მერე კიდევ აზრზე არ არიან რადგან იტალიისთვისაც შეიძლებოდა მოგება და უელსისთვისაც და მათი არასწორი შერჩევისგან და უნიათობისგან გამომდინარე მარტო შოტლანდიას მოვუგეთ. არ უნდა ამას ისე გაშუქება თითქოს სასწაული მოახდინეს. სასწაული ამ ასაკში იქნებოდა 3 თამაშის მოგება და სამხრეთ აფრიკისთვის მოგებაც. მერე შეიძ;ლება ამაზე ლაპარაკი რომ აი რა გუნდი გვყავს. კახოიძე როლეზიც ლელოში ვარსკვლავ მოთამაშედ ითვლება საეღტოდ უსუსსური იყო და ერთი გაჭრაც ვერ შეძლო. ამ დროს მაისაშვილმა პირველ ნაკრებშიც ათამაშა. მაე ამ ბიჭს წარმატებას ვუსურვედი მაგრამ საშუალო დონის მონაცემები აქვს და მასაც სწორი სირბილი აქვს სასწავლი. რატომ არ აჰყავთ გუნდში მორბენლების მწვრთნელი ნუთუ ვერ ხედავენ ხარეზებს? მთავარი მწვრთნელი კილასონია - მამამისი კარგი მოთამაშეც იყო და არც ურიგო მწვრთნელი იყო, მაგრამ ამას მამამისის მარტო გვარი აქვს. არც მოთამაშედ ვარგოდა და ჰქონდა რამ ნიჭი და მწვრთნელადაც ძალიან მოიკოჭლებს და შერჩევეშიც გამოჩნდა და გუნდის თამაშითაც რომ აზრზე არ არის. ისევ მიდი მიაწექი და ჯანით დაჩაგრეს შოტლანდია, რაც უკანა კილასონიას როგორც წარსულში უკანა ხაზის მოთამაშეს დამსახურება არ არის. ასე რომ გილოცავთ გამარჯვებას მაგრამ სწორი ანალიზი გააკეთეთ და შეხედეთ თვალებში სიმართლეს სხვანაერად შორს ვერ გავფრინდებით...
simartle
16:25 07-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.