55:17 - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიას თამაში შემოუტრიალა და თანაც, როგორ შემოუტრიალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე ტურში, B ჯგუფში, ტრევიზოში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია რეკორდული სხვაობით, 55:17 დაამარცხა.

დებიუტში ბურთი, ძირითადად, მეტოქეს ჰქონდა და 12:0 დაწინაურდა. შუა ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი გამოიღო: ზაზაძის ლელოთი და ხუციშვილის გარდასახვით ანგარიშის შემცირება შეძლო. შემდეგ ჩვენმა გუნდმა თავისი მთავარი იარაღი, აგორებული მოლი გამოიყენა და ციხისთავმა ლელოთი ანგარიში გაათანაბრა (ხუციშვილმა ლელო გააცუდა). 34-ე წუთზე შოტლანდიას თავისი შერკინება მოვუგეთ, ქუნთელიამ ლელო დადო, ხუციშვილი გარდასახვისას ზუსტი იყო და წინ გავედით. 39-ე წუთზე მოწინააღმდეგეს უკვე მისსავე
დერეფანში ვაჯობეთ, ლამაზი შეტევა ასევე ლამაზად აფციაურმა დააგვირგვინა, ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა. ბოლოს სკოტების იერიშიც მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 26:12 მოვიგეთ.

54-ე წუთზე ციხისთავის მესამე სალელოვე პასი ზაზაძემ დაასრულა, დუბლი შეასრულა, ხუციშვილმა გარდასახვაც მიაყოლა, ცოტა ხანში კი საჯარიმოც. 64-ე წუთზე ვიზავიმ ლელოთი ჩამორჩენის მცირედით შემცირება მოახერხა. ამას აფციაურის გაქცევა, ოფლოუდი და შვანგირაძის ლელო მოჰყვა. მერე ვიხილეთ გალდავასა და ბაბუნაშვილის ლელოები და ხუციშვილის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრაში 8 ლელო, 6 გარდასახვა და 1 ჯარიმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას ასეთი სხვაობით არც უელსთან წაუგია და არც იტალიასთან.

იტალიასთან და უელსთან წაგებების შემდეგ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის მატჩში 12 ივლისს საფრანგეთს დაუპირისპირდება.

საქართველო

ხაზი:
15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. გაგა ქევხიშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. პაატა გალდავა, 20. ბექა გელხვიძე; 21. კოტე იაშვილი, 22. გიორგი ჩიქოვანი, 23. ლუკა სახელაშვილი, 24. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ვთქვა?უბრალოდ გილოცავთ!საშინელი დასაწყისის შემდეგ,ბიჭებმა თავი ხელში აიყვანეს და თამაშის შემოტრიალება კი არა,შოტლანდია მტრის მატარებელივით,ლიანდაგიდან გადავაგდეთ!უელსთან მოლოდ იმიტომ წავაგეთ,რომ საკუთარი თავის რწმენა დაგვაკლდა და ახლა რომ გვათამაშონ,მჯერა მათაც დავამარცხებდით.არასოდეს მომხდარა,ჩვენ ნაკრებს 6 ერის გუნდებთან სამ თამაშში სამივეჯერ სამი და მეტი ლელო დაედოს.ყოველთვის დაცვიდან ვეთამაშებოდით და როცა ვუგებდით,მაშინაც ჩაკეტილ თამაშში,ძალისმიერი თამაშის ფონზე.მართალია ამ ტურნირზეც შერკინების ხარჯზე ვიღებდით ქულებს,მაგრამ როცა წინ გავედით და საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ,შესანიშნავი სწრაფი გარღვევებიც მივაყოლეთ და 8 ლელო,6 ერის გუნდთან,ჩვენთვის ისტორიული მიღწევაა.ყოჩაღ ბიჭებს.შეცდომები ახლაც საკმაოდ მრავლად გვქონდა,მაგრამ თამაშის მიმდინარეობისასვე,საგრძნობლად გამოვასწორეთ და ესეც ძალიან დადებითი მომენტია.ეს მიგვანიშნებს,რომ ამ შეცდომებს,ხშირად ფსიქოლოგიური საფუძველი ჰქონდა.რაც უფრო აიმაღლებენ თვითრწმენას,მით ნაკლები ტექნიკური წუნი გვექნება.ახლა,მეხუთე ადგილისათვის საფრანგეთთან მოგვიწევს შებრძოლება.ძალიან ძლიერი ნაკრებია,სწრაფი და ტექნიკური,მძლავრი და ორგანიზებული,მაგრამ მათაც აქვთ სუსტი წერტილები და მათ გამოყენებას შევეცდებით.საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრები,ადრეც გვყავს დამარცხებული,ევროპის ჩემპიონატის ფინალში და რატომ არ შეიძლება იგივე გავიმეოროთ?ბიჭები შესანიშნავ განწყობაზე არიან,შედეგი უკვე წარმატებულად შეიძლება შევრაცხოთ,დასაკარგიც არაფერი გვაქვს,მგონი ფრანგებიც ცოტა შეფიქრიანდებოდნენ დღევანდელი შედეგის გამო,ბოლო თამაშია და ბოლომდე თუ მივაწვებით,არც ამ ტურნირზე ცუდი შედეგის გამო იმედგაცრუებული ფრანგების დამარცხება ჩანს შეუძლებლად.ასე რომ მიდით ბიჭებო,ვინც მიდიოდა ფქვავდა,ვინც არა,რიგს კითხულობდაო.არც შოტლანდიელებს სურდათ დამარცხება და არც ფრანგებს ენდომებათ,მაგრამ შოტლანდიელები დავამარცხეთ და სადაც შოტლანდია,იქაც საფრანგეთი.ნურც მათ ვკითხავთ რიგს და იქნებ აქაც დავფქვათ,საფქვავი.
სოსო
21:44 06-07-2022
1
წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ანგარიში! +40 დაადეს ექსვი ერის გუნდს! უმაგრესი თაობაა!
ალექს
21:32 06-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.