ისევ დოპინგი
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ცდილობს გააუქმოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება, რომლითაც, თავის დროზე, გაამართლეს შვედეთის ნაკრების ფორვარდი ნიკლას ბექსტრიომი.

დადებითი დოპინგ-სინჯის გამო 26 წლის ჰოკეისტმა ვერ ითამაშა სოჭის ოლიმპიადის ფინალში კანადის ნაკრების წინააღმდეგ. ფორვარდმა დაარღვია ანტისადოპინგო წესები, როცა ალერგიის საწინააღმდეგო წამალი მიიღო. ის ფსევდოეფედრინს შეიცავდა, რომელიც ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ შედგენილი აკრძალული პრეპარატების სიაში შედის.

მოგვიანებით, B სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომისიამ დაადგინა, რომ ბექსტრიომს შეგნებულად არ მიუღია დოპინგი. ჰოკეისტმა პრეპარატი გუნდის ექიმის დანიშნულებით გამოიყენა, რომელსაც ეგონა, რომ წამალი არ შეიცავდა აკრძალულ კომპონენტებს. ამის გამო გადაწყდა ბექსტრიომისთვის ვერცხლის მედლის გადაცემა. ჯილდო ჰოკეისტმა აგვისტოში მიიღო. სწორედ ამ მედლის ჩამორთმევას ითხოვს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
"ოქროს ბურთს" დემბელე კი არა, მისი თანაგუნდელი იმსახურებს" - ცნობილი ფრანგი მწვრთნელი
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს