თბილისის "ვითაში" საქმე აშკარად ცუდადაა...
ორი ტურის წინ "ვითადან" სნაიპერი დარიუს კარტერი წავიდა, შემდეგ მატჩში განაცხადში ვეღარ ვნახეთ რალსტონ ტერნერი... გუშინ ვითელები ჩეხეთის ჩემპიონ "ნიმბურკს" პიერია ჰენრის გარეშე დაუპირისპირდნენ. გუნდს ნელ-ნელა აკლდებიან წამყვანი კალათბურთელები, არადა, სეზონი სულ ორი თვის დაწყებულია. თუნდაც ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმე ცუდადაა.

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ სწორედ კალათბურთელთა "მიგრაციაზე" თქვა:

"დავიმატეთ ახალგაზრდა სტარატელევი, ბოლოს შეგვემატა უკრაინელი ალექსეი ჩიგრინოვი, მაგრამ იგი ჯერ ვერ ვათამაშეთ... სამაგიეროდ, ერთმანეთის მიყოლებით დაგვაკლდნენ კარტერი, ტერნერი; ახლა შევიტყვე, რომ ჰენრის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გაუფორმებია.

ვითიბი ლიგა სხვა დონეა და მასში რომ ითამაშო, თუნდაც ჰენრის დონის მოთამაშე საჭიროა. ჩვენ პრესკონფერენციებზე ორ კვირაში ერთხელ ვხვდებით, ვსაუბრობთ რეალობაზე, ვიტოვებთ იმედს, რომ უკეთესობა იქნება, მაგრამ ჯერ არაფერი გამოსწორებულა... ხელფასის ნაწილი კი მივიღეთ, მაგრამ მომავალზე ჯერ ვერ ვფიქრობთ.

კლუბის პრეზიდენტი სიტუაციის გამოსწორებაზე კი ზრუნავს, მაგრამ ჯერ სასიკეთო არაფერი ჩანს.

ეს ყველაფერი დადებით შედეგს ვერ მოიტანს - "ნიმბურკმა" პირველივე პერიოდში 20-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და დიდი სხვაობით დაგვამარცხა.

სიტუაცია იმანაც დაამძიმა, რომ შესვენებისას სპორტის სასახლეში სინათლე ჩაქრა და მეორე ტაიმის დაწყება დაგვიანდა..."

ვითიბი ლიგა

13 დეკემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

ვითა-ნიმბურკი 59:119

17:37, 12:24, 15:32, 15:26

ვითა: მაისურაძე (2ქ, 5მ), ჩლაიძე (20ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (4ქ, 3პ), შენგელია (10ქ, 5მ), სტარატელევი (17ქ), ბიბილური, ანიკიენკო (6ქ, 9მ).

ნიმბურკი: ბენდა, რენდლი (14ქ), ჰრუბანი (9ქ), ველში (7ქ, 4პ), ჰოუსკა (4ქ), დიქსონი (13ქ, 4პ), ვილჰელმსონი (12ქ), პეტერკა (4ქ), დე ზეეუვი (16ქ, 4პ), ვონი (12ქ, 6მ), სანტ-როოსი (13ქ, 6მ, 6პ), კრიჟი (15ქ, 8მ).

მსაჯები: ს. ჩებიშევი (უკრაინა), ს. ბელიაკოვი (რუსეთი), ე. ვეტროვი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეს გუნდი შეიქმნა კერძო ინიციატივით. ოფიციალური სტრუქტურები არაფერ შუაშია. გადაიხადეს ტურნირში მონაწილეობის თანხის ნაწილი და დაელოდნენ, იქნებ სპონსორები გამოჩნდნენო. რა სპონსორებს ელოდნენ, გასაკვირია. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ენაგადმოგდებული დარბის, იქნებ ვინმემ რამე თანხა მოგვცეს, სპორტის გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებული ნაკრები მაინც შევინარჩუნოთო. ყურსაც არავინ იბერტყავს. როგორც ჩანს, საქართველოში, სპორტის განვითარებას დილიდან ღამემდე სუფრების გაშლა და ქეიფი ურჩევნიათ.
buratino
არსებობს ასეთი ბრძნული გამონათქვამი: რასაც ვერ შეწვდები, ნუ წაეპოტინებიო!
თემო
რა პრესტიჟი, რის პრესტიჟი? გუნდი, რომელიც ტურნირის წინ აღსდგა მკვდრეთით, რა პრესტიჟის მომტანია! საქართველოს ჩემპიონატშიც მაჩანჩალა იქნება ასეთი შემადგენლობით.
giga
ზუსტად უჩანს რო ვიღაცის პოხონდრიაზე გაკეთებული გუნდია სპონტანურად.
dato
თქვე დალოცვილებო ქვეყნის პრესტიჟი გაგაქვთ საკალათბურთო სივრცეში და იმდენი მაინც მოახერხეთ გუნდი სეზონის ბოლომდე არ დაგეშალოთ, სირცხვილია!
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
ვითიბი ლიგის კვირის მოთამაშედ "ვითას" ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო დასახელდა
ნიმბურკი-ვითა 111:51 - მიზეზის ძიება რთული არ არის
"ვითას" პრეზიდენტი: რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა
ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა
ვითა-ცსკა 60:93 - ვარსკვლავები თბილისში [VIDEO]
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
ბექა წივწივაძე: ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი
ვითა-უნიქსი 76:104 - ლენგფორდის სოლო [VIDEO]
ენისეი-ვითა 83:73 - ციმბირული მინუს ათი [VIDEO]
ვითა-ლოკომოტივი 63:76 - ღონე და გამოცდილება [VIDEO]
პიერია ჰენრი ვითიბი ლიგის ნოემბრის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა
"ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO]
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი 78:100 - პერიმეტრიდან წაგებული [VIDEO]
"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა