გელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა გელა აფრასიძემ იაპონიასთან (24:22) მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი ლელოს ავტორი სწორედ აფრასიძე გახდა.

"ჩემი ლელო იყო გუნდის დამსახურება. ბოლოში უფრო ავჩქარდით და მოვუმატეთ. ჩვენმა შეტევებმა საბოლოოდ გამოიღო შედეგი და აქედან გამომდინარე დავდე ლელო.

ჩვენთვის ძალიან მაგარია, რომ მომავალ წელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გავინაღდეთ. ჩვენ ვეჩვევით, ვსწავლობთ და ვვითარდებით. ბოლო ორი წელია ძალიან კარგ თამაშებს ვაჩვენებთ და ხუთეულში მოხვედრის შანსი გვქონდა. იმედი მაქვს, მალე მოვხვდებით ელიტა-ჯგუფებში.

მე-9 ადგილისთვის
ბრძოლაში შოტლანდიას ვეთამაშებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს მოვიგებთ და ერთით წინა ადგილზე გადავალთ.

ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა აფრასიძემ.

alt"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
გენაცვალე, უკანასკნელი ოცდაათი წელი ჩვენი უღირსი მთავრობების გადამკიდე ხანდახან ჩემი ქართველობის მრცხვენოდა. მხოლოდ შენნაირების გამო მეამაყება, რომ ქართველი ვარ.
თენგაბი
14:47 14-06-2018
1
ბევრი შრომა და ქართველი ხალხის ულევი სიყვარული. მადლობა სიხარულისთვის
კახა
07:15 14-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ