ამხ. მატჩები: ესპანეთმა კორეა დაჩაგრა, პოლონეთს ჰოლანდიამ აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ ივნისს, ევროპულ სტადიონებზე რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ევრო 2016-ის სამზადისში მყოფმა ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ზალცბურგში (ავსტრია) სამხრეთ კორეის ნაკრებთან ითამაშა და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა. თითო გოლი დავიდ სილვამ (30-ე წუთი) და სესკ ფაბრეგასმა (32) გაიტანეს, დუბლი კი ნოლიტომ (38, 55) და ალვარო მორატამ (54, 89) შეასრულეს. კორეელთაგან ერთადერთი გოლი ჩუ სე ჩონმა 83-ე წუთზე შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა გდანსკში (პოლონეთი), სადაც პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის საგზურის გარეშე დარჩენილ ჰოლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 1:2
დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში 33-ე წუთზე, ვინსენტ იანსენის გოლით გახსნა. არტურ ენჟეიჩიკმა მე-60 წუთზე გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი ჟორჟინიო ვეინალდუმმა (76) დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრიუსელში ერთმანეთს ამხანაგურად ბელგიისა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა კასპერ ჰიამიალაინენის გოლით 53-ე წუთზე გახსნეს, ბელგიელები კი მარცხისგან 89-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ იხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ნორვეგიის ნაკრებმა ოსლოში ისლანდიას ანგარიშით 3:2 სძლია, ხოლო ჩეხეთმა ავსტრიაში რუსეთის ეროვნულ გუნდს მოუგო - 2:1.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბაა, ეგრე რომ არ იყოს უეჭველი ვიგებდით.
hiugo
12:11 02-06-2016
0
უსამართლობაა ის რო ესპანეთი ერთი დღით მეტს დაისვენებს, ვიდრე ჩვენ.. :)
ქუთაისელი
12:00 02-06-2016
0

სიახლეები პოპულარული