სიახლეები

ამხ.მატჩები: დაუნდობელი ხორვატია და ფრანგების იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ხორვატიამ სან მარინო არ დაინდო და მეტოქე ანგარიშით 10:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი გაიფორმა მარიო მანჯუკიჩმა, ნიკოლა კალინიჩმა - დუბლი,  მარკო პიაჩამ, დარიო სრნამ, ივან პერისიჩმა, ივან რაკიტიჩმა და ლოვრე კალინიჩმა კი სან მარინოელებს თითო-თითო გოლი აკმარეს.

თავისი შეხვედრა მოიგო გერმანიის ნაკრებმაც, რომელმაც უნგრეთის ნაკრები მიიღო და ადამ ლანგის ავტოგოლითა და თომას მიულერით გოლით 2:0 იმარჯვა.

იოლი გამარჯვება მოიპოვეს ფრანგებმა. დიდიე დეშამის გუნდი ამხანაგურად შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:0 მოუგო. დუბლი გაიფორმა ოლივიე ჟირუმ, კოშიელნიმ
კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა მატჩები კი შემდეგნაირად დასრულდა:
ავსტრალია - საბერძნეთი 1:0;
ესტონეთი - ლატვია 0:0;
ავსტრია - ჰოლანდია 0:2;
სლოვაკეთი - ჩრ.ირლანდია 0:0.