მარსელში შეტაკების შემდეგ ინგლისელი ფანი თავის ტვინის მძიმე ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მარსელში, ადგილობრივ ფანატებთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი თავის მძიმე ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

ინციდენტი 9 ივნისს, გვიან ღამით, ქალაქის საპორტო რაიონში, ირლანდიური ბარის სიახლოვეს მოხდა. ინგლისელ გულშემატკივრებს თვითნაკეთი იარაღებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა თავს. პოლიციას მოჩხუბართა დასაშოშმინებლად ცრემლსადენი აირის გამოყენებაც კი დასჭირდა.

ბოლო მონაცემებით, პოლიციამ ორი ინგლისელი ფანატი დააკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული