სიახლეები

ევრო 2016-ის მონაწილე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების ხელფასები

AutoSharing Option
ინგლისურმა გამოცემა Daily Mail-მა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების ხელფასები გამოაქვეყნა.

ყველაზე მეტი ხელფასი ინგლისის ნაკრების თავკაცს, როი ჰოჯსონს აქვს. ჰოჯსონი წელიწადში 4.5 მილიონ ევროს იღებს.

მეორე ადგილზე ანტონიო კონტეა (იტალია 4), შემდეგ მოდიან ფათიჰ თერიმი (თურქეთი 2.8), იოახიმ ლიოვი (გერმანია 2.7) და ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი 2.5).

ყველაზე ნაკლებს კი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი იღებს, რომელსაც მხოლოდ ბონუსები ერიცხება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, არაოფიციალური ინფორმაციით, 480 ათასი ევრო აქვს ხელფასი. როგორც ხედავთ,
ვაისს ევრო 2016-ის მონაწილე 12 ნაკრებების მწვრთნელზე უფრო დიდი ხელფასი აქვს.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ