როი ჰოჯსონი: ის კარგი თამაში ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია, უბრალოდ...

AutoSharing Option
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუსეთთან ფრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ინგლისის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

- ევრო 2016. B ჯგუფი. I ტური: ინგლისმა მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა [VIDEO]

"როდესაც შეხვედრის ბოლო წუთზე უშვებ გოლს, ეს ძალზედ სამწუხაროა.

თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. ბედნიერი ვიქნებოდი, 1:0 რომ მოგვეგო, მაგრამ შეცდომა დავუშვით და
აქედან ფრით მივემგზავრებით. რუნი უილშერით შევცვალე, სტერლინგი კი მილნერით, რათა თავი დაგვეცვა ჩვენს კართან სახიფათო მომენტებისგან, მაგრამ არ გამოვიდა.

ისე კარგად ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. თამაშს ვაკონტროლებდით, უბრალოდ არ გაგვიმართლა - მეორე გოლის გატანა ვერ შევძელით. ეს ფრე ჩვენთვის მარცხივითაა", - განაცხადა ინგლისელმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისეთ მდგომარეობაში ვიყავი საშუალება რომ მქონოდა როი ჰოჩსონს დავახრჩობდი და ზედ მივაყოლებდი რამოდენიმე ფეხბურთელს. სამარცხვინოები.
გრიშა
13:22 12-06-2016
0
ის ჯარიმა, რომლისგანაც გოლი გაიტანა ინგლისმა, საერთოდ ჯარიმის მსგავსიც კი არ იყო!! მოკლედ არავითარი ჯარიმა იქ არ იყო და ის გოლიც მსაჯმა აჩუქა ინგლისს, როცა დაატყო, რომ თამაშიდან რუსებს გოლს ვერ გაუტანდნენ!
aburjga
12:35 12-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული