როი ჰოჯსონი: ის კარგი თამაში ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია, უბრალოდ...

AutoSharing Option
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში რუსეთთან ფრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ინგლისის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

- ევრო 2016. B ჯგუფი. I ტური: ინგლისმა მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა [VIDEO]

"როდესაც შეხვედრის ბოლო წუთზე უშვებ გოლს, ეს ძალზედ სამწუხაროა.

თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. ბედნიერი ვიქნებოდი, 1:0 რომ მოგვეგო, მაგრამ შეცდომა დავუშვით და
აქედან ფრით მივემგზავრებით. რუნი უილშერით შევცვალე, სტერლინგი კი მილნერით, რათა თავი დაგვეცვა ჩვენს კართან სახიფათო მომენტებისგან, მაგრამ არ გამოვიდა.

ისე კარგად ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. თამაშს ვაკონტროლებდით, უბრალოდ არ გაგვიმართლა - მეორე გოლის გატანა ვერ შევძელით. ეს ფრე ჩვენთვის მარცხივითაა", - განაცხადა ინგლისელმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ღირსები არიან ვარდი რო არ ათამაშეს
Akaki
02:15 12-06-2016
0
ვარდი და სტარიჯი ზამენაზე გიზის და ცვლილებაზეც არ შემოგყავს მეტის ღირსი ხარ, იმედია მეორე თამაშზე ცოტა დროულად გააკეთებ შეცვლებს.
beqa
08:37 12-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული