პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული პორტუგალიელებს დარჩათ, რომლებმაც მასპინძელი ფრანგები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს - 1:0.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი წუთი 109-ე წუთზე გავიდა და ის ედერის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ მატჩის 24-ე წუთზე პორტუგალიელთა ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ბარძაყის ტრავმა მიიღო და აცრემლებულმა მოედანი ნაადრევად დატოვა.

Sportall.Ge
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]" />

ამ გამარჯვებით პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონები პირველად გახდნენ, ფინალამდე კი შემდეგი გზა გაიარეს: ისლანდია (1:1), ავსტრია (0:0), უნგრეთი (3:3), ხორვატია (1:0), პოლონეთი (1:1; პენ: 5-3) და უელსი (2:0). ჯამში პორტუგალიელებმა 8 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 5 მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ფეხბურთს ცოდნა კი არა ისეთი გოლების გატანა უნდა რონალდომ რომ უელსს გაუტანა.გაფრინდა.ხოლო მცოდნე მესი მეოთხე ფინალს აგებს ვარსკვლავებით გატენილ არგენტინასთან ერთად.იცით რატომ რაღაცნაირი უემოციო,უჯიგრო მასტია და ეტყობა ფულის მოტეხვაზე უფრო მეტს ფიქრობს.
აბა ვისი ფანი ხარ
11 ივლისი 2016 15:19
0
სულაც არ ვარ მესის ფანი, მაგრამ რონალდუს რო მესის შეადარებ, იქ მთავრდება მათი ფეხბურთის "ცოდნა"მესის დონემდე უსასრულობამდე ბევრი უკლია, მისი ფანებისდა სამწუხაროდ...
zura
11 ივლისი 2016 14:43
0
რონალდოსთან ერთად დამატებითი დროც არ დასჭირდებოდა.იმიტომ რომ მაგარი კაცია. ფეხბურთის დასამარება გვარდიოლას უნდოდა ბარსასთან ერთა ცენტრში 50 პასსს რომ აგორებდა ცენტრში მაგრამ გამოჩდნენ კაცები და ასეთი ფეხბურთი მოსპეს.
სად რონალდო და სად მესი
11 ივლისი 2016 13:46
0
ფეღბურთის სიკვდილი იყო დღეს, საფრანგეთის მაგივრად იტალიას უნდა ეთამაშა,და უჩვენებდა მასტერკლასს პორტუგალიას,
ლუკა
11 ივლისი 2016 13:34
0
ვიზიარებ ყველა ბარსას ფანის მწუხარებას, მათი კუმირი უტიტულოდ და კინაღამ ნარებზე აღმოჩნდა, ხოლო მათთვის ყოვლად საძულველმა რონალდომ ევროპა მოიგო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ მესმის მაგრამ არაუშავს, მომავალ სეზონში რაღაცა იქნება ხახახახახ
real
11 ივლისი 2016 13:04
0
ევროპელმა შავებმა აფრიკელ შავებს აჯობეს და მესი რა შუაშია?! ისე, დეშამს რომ თეთრკანიანების ლიმიტი არ ჰქონოდა ამოწურული და რიბერი წაეყვანა, ალაბათ, გაჩემპიონდებოდა...
danmark
11 ივლისი 2016 11:39
0
აბა მესის ფანობა როგორ აქტიურობს :D რამ დაგბოღმათ რა იყოთ??? მესიმ ხო დაასამარა არგენტინა სამაგიეროთ? :D
cerber
11 ივლისი 2016 11:13
0
რა იყოთ ჯიგრებო მესის ფანები ხართ?)))
ვანოს და ილოს
11 ივლისი 2016 11:12
0
მაგრად გაუმართლა პორტუგალიას რონალდუმ რომ ტრამვა მიიღო თორემ,პორტუგალია ამ თამაშს ვერ მოიგებდა, რონალდოს ისე ყავდა დაჩმორებული მთელი გუნდი რომ მის გარეშე გვერდზე ვერ იხედებოდნენ, და მისი გასვლის შემდეგ უფრო თავისუფლად დაიწყეს თამაში.
Vano
11 ივლისი 2016 10:43
0
ფეხბურთის სიკვდილია, ისეთი უსახური და უვარგისი გუნდის გამარჯვება, როგორიც პორტუგალიაა
ილო
11 ივლისი 2016 10:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული