სიახლეები

ედერი: რონალდომ მითხრა, გამარჯვების გოლი უნდა გაიტანოო

AutoSharing Option
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ედერმა ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დამატებით დროში ედერის ერთადერთი გოლის მეშვეობით მოუგო.

- პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!

"შეგიძლიათ, მოგვილოცოთ მიღწეული წარმატება, რადგან იმხელა სამუშაო გავწიეთ მისთვის, რომ ვიმსახურებდით. მწვრთნელი პირველივე დღიდან მარწმუნებდა, რომ გუნდისთვის ბევრის კარგის კეთება შემეძლო. ბედნიერი ვარ ჩემპიონობით.

კრიშტიანო რონალდომ მითხრა, რომ გამარჯვების გოლი უნდა გამეტანა. მისმა სიტყვებმა დიდი ძალა მომცა", - აღნიშნა ფეხბურთელმა.
ასევე დაგაინტერესებთ