სიახლეები

ჰოვარდ ვები: დიმიტრი პაიე ხისტი იყო, მაგრამ ყვითელსაც არ იმსახურებდა

AutoSharing Option
ყოფილმა არბიტრმა ჰოვარდ ვებმა განაცხადა, რომ პორტუგალია-საფრანგეთის მსაჯი მარკ კლატენბურგი კრიშტიანო რონალდოს ტრავმაში დამნაშავე არ არის.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ მე-8 წუთზე დიმიტრი პაიესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, ხოლო 25-ე წუთზე ის შეცვალეს.

"ნათელია, რომ კრიშტიანო რონალდოს არ გაუმართლა, ხოლო მის გარეშე ფინალი არც ისეთი კარგი იყო.

თუმცა ამ ეპიზოდში კლატენბურგის დადანაშაულება არასწორია. პაიე ხისტად თამაშობდა, მაგრამ ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ეპიზოდია. კლატენბურგს შეეძლო ჯარიმა დაენიშნა, თუმცა ყვითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებული იქნებოდა.

რონალდო რომ არ შეეცვალათ, ამ მომენტს არც არავინ გაიხსენებდა", -
თქვა ვებმა.

მომზადებულია London News-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ