ევრო 2016-ის ამბები: "მარკას" ანტისიმბოლური

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "მარკამ" ევროპის ჩემპიონატის ანტისიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. მასში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც არიან პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობერტ ლევანდოვსკი.

მეკარე: ჯო ჰარტი (ინგლისი)
მცველები: დავიდ ალაბა (ავსტრია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ხუანფრანი (ესპანეთი)
ნახევარმცველები: რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი), პოლ პოგბა (საფრანგეთი), არდა თურანი (თურქეთი), თომას მიულერი (გერმანია)
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ჰარი კეინი (ინგლისი).

ლებეფი: გრიზმანი საუკეთესო არ ყოფილა!
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფრანკ ლებეფმა განაცხადა, რომ დასრულებულ ევროფორუმზე ანტუან გრიზმანი საუკეთესო
არ ყოფილა. "ვფიქრობ, ეს არ არის მთლად მართებული არჩევანი. გრიზმანი უფრო პლეი ოფის სტადიაზე გამოჩნდა. რატომ არ იმსახურებდნენ საუკეთესოობას, ვთქვათ, გარეთ ბეილი, ვისაც მიჰყავდა უელსის ნაკრები, ან პეპე?" - თქვა ლებეფმა.

რონალდოს დამ ძმის ტანჯვა ქრისტესას შეადარა
კრიშტიანო რონალდოს დამ, კატია ავეირუმ ემოციური კომენტარი გააკეთა ძმის ტრავმის შესახებ, რომელიც კრიშტიანომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიიღო. "ეს ცრემლები ჩემი ტრავმირებული ძმის გამო დავღვარე. როგორც იესო ქრისტე იტანჯებოდა უკეთესი სამყაროსათვის, ისევე გრძნობდა კრიშტიანო ტკივილს იმის გამო, რომ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ვერ ეხმარებოდა", - თქვა კრიშტიანოს დამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პოგბა ცოტა არალოგიკურია აქ, სხვებმა დაიმსახურეს. ხუანფრანზე და რამოსზეც გაზვიადებულია
შაკო
13 ივლისი 2016 15:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული