ხორვატიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თანამდებობა დატოვა.

სპეციალისტმა ეროვნული გუნდი 2013 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მასთან ერთად ბრაზილიაში, მსოფლიოს 2014 ჩემპიონატზე გაემგზავრა. მუნდიალზე ხორვატიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.

ხორვატიის ნაკრები ვერც ევრო 2016-ის შესარჩევში ბრწყინავს. 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ გუნდი 14 ქულით მესამე ადგილზეა, 4-ით ჩამორჩება ლიდერ იტალიას და 2-ით მეორეადგილოსან ნორვეგიას.

ბოლო ორ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანთან ფრედ (0:0) ითამაშა, ნორვეგიასთან კი სულაც წააგო - 0:2.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ევროპელებს რაღაც განსხვავებული თავმოყვარეობა აქვთ :)
კლიმენტი
15:56 10-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული