მეხუთედ საუკეთესო - რეკორდსმენი გარეთ ბეილი

AutoSharing Option
15 სექტემბერს დაშავებული გარეთ ბეილი მინდორს გასულ უქმეებზე, კერძოდ კი, კვირა დღეს, "ვისენტე კალდერონზე" დაუბრუნდა. იგი "ატლეტიკოსა" და "რეალის" მადრიდული დერბისას შეცვლაზე შევიდა მინდორზე.

შესაბამისად, "სამეფო გუნდის" 26 წლის შემტევი სანაკრებო ბატალიებისთვის მზად არის. იქამდე კი მან მშვენიერი წახალისება მიიღო - ბეილი უელსის წლის ფეხბურთელად მეხუთედ დაასახელეს, რაც რეკორდია.

"ბოლო დღეებში კარგად ვემზადებოდი და სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. ყველანი მწყობრში ვართ და შემართულები ველოდებით მატჩებს. წლების მანძილზე ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ახლა
კარგ პოზიციაში ვართ, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ" - განაცხადა ბეილმა.

კრის კოულმენის უელსი თავის ქვეჯგუფში დაუმარცხებელია და ლიდერად გვევლინება. ნაკრების 9 გოლიდან 6 სწორედ ბეილის ანგარიშზეა.

უელსელები მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1958 წლის მერე არ მოხვედრილან, ხოლო ახლა ქულა აკლიათ, რომ ევრო 2016-ის საგზური გაინაღდონ. შაბათს უელსი ზენიცაში ბოსნიას სტუმრობს, ხოლო სამშაბათს კარდიფში ანდორას უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული