04:53 10-10-2015
ევრო 2016. IX ტური. C ჯგუფი: ესპანეთი ზედიზედ მესამე ტიტულისთვის [VIDEO]
AutoSharing Option
ასე რომ, ესპანეთის ნაკრებს მიეცა შანსი დაიცვას ტიტული და თუ გაისად ეს მან მოახერხა, ისტორიაში პირველი ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ზედიზედ მესამედ მოიგებს. იქამდე დიდი დროა და ვიტყვით, რომ მასპინძლებს საგზური ძვირი დაუჯდათ, პირველ ტაიმში ტრავმები მიიღეს დავიდ სილვამ და ალვარო მორატამ. ესპანეთის ნაკრებს ამხელა მშრალი სერია არასოდეს ჰქონია.
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "მართალია, საბოლოოდ ბევრი ქულა დავაგროვეთ, მაგრამ ადვილი კამპანია არ გვქონია, საქმე სლოვაკეთში მარცხმა გაგვირთულა. პირველ წუთებს თუ არ ჩავთვლით, თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. სილვასა და მორატას ტრავმები ძალიან სამწუხაროა".
მეზობელმა ბელარუსმა დიდებული საქმე გაუკეთა უკრაინას, როცა სლოვაკეთს სტუმრად მოულოდნელად, 1:0 მოუგო. სტანისლავ დრაჰუნის თავურმა მატჩის ბედი სტუმართა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბოლო 25 წუთი ბელარუსის ნაკრებმა 10 კაცით ითამაშა, მაგრამ გაძლო.
აღსანიშნავია, რომ იან კოზაკის სლოვაკეთს ზედიზედ მესამე თამაშია, გოლი ვერ გააქვს. თუმცა სლოვაკეთი ევრო 2016-ზე მაინც გავა, თუკი ბოლო ტურში ლუქსემბურგს დაამარცხებს. ამ შემთხვევაში, არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, რას იზამს, უკრაინა, რადგან სლოვაკებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ.
უკრაინის ნაკრებმა მაკედონიაში იმარჯვა - 2:0 და შანსი შეინარჩუნა. გოლები იევჰენ სელეზნიოვმა და არტიომ კრავეცმა გაიტანეს. მიხაილ ფომენკოს გუნდმა ბოლო ტურში სლოვაკეთზე მეტი ქულა უნდა აიღოს, რომ საგზური მოიპოვოს, თუ არადა გუნდი პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.
9 ოქტომბერი
მაკედონია-უკრაინა 0:2
გოლები: 0:1 სელეზნიოვი (59-პენ), 0:2 კრავეცი (87)
მაკედონია (4-2-1-3): პაჩოვსკი - ბრდაროვსკი, შიკოვი, რისტევსკი,ჟუტა - ალიმი, პეტროვიჩი - ჰასანი (22. აბდურაჰიმი) - იბრაიმი, ილიოსკი (64. ივანოვსკი), აშკოვსკი (78. ნესტოროვსკი)
უკრაინა (4-2-1-3): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - რიბალკა, სიდორჩუკი - როტანი (90. მალინოვსკი) - იარმოლენკო (86. კარავაევი), სელეზნიოვი (74. კრავეცი), კონოპლიანკა
გაფრთხილება: ბრდაროვსკი, ჟუტა - ხაჩერიდი, სიდორჩუკი
კუთხური: 2-12; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 5-16 (2-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
სლოვაკეთი-ბელარუსი 0:1
გოლი: 0:1 დრაჰუნი (34)
სლოვაკეთი (4-4-1-1): კოზაჩიკი - ჰუბოჩანი, შკრტელი, სალატა, შვენტო - მაკი (79. დუდა), კუჩკა, პეჩოვსკი (60. ნემეცი), ვეისი (71. სტოხი) - ჰამშიკი - დურიში
ბელარუსი (4-4-2): გორბუნოვი - პოლიაკოვი, მარტინოვიჩი, სივაკოვი, ბორდაჩევი (40. ვოლოდკო) - სტასევიჩი, დრაჰუნი, ბრესანი, ნეხაიჩიკი (69. პოლიტევიჩი) - გორდეიჩუკი, სიგნევიჩი (71. კისლიაკი)
გაფრთხილება: შკრტელი, ვეისი - სტასევიჩი, მარტინოვიჩი, გორდეიჩუკი, პოლიაკოვი
გაძევება: მარტინოვიჩი (65)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 20-6 (7-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
ესპანეთი-ლუქსემბურგი 4:0
გოლები: 1:0 კასორლა (42), 2:0 პ. ალკასერი (67), 3:0 პ. ალკასერი (80), 4:0 კასორლა (85)
ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - ხუანფრანი, ბარტრა, პიკე, ალბა - კასორლა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - დ. სილვა (11. მატა), მორატა (33. პ. ალკასერი), პედრო (77. ნოლიტო)
ლუქსემბურგი (5-4-1): ჟუბერი - დელგადო, მალჟე, შანო, ჟერსონი, იანსი - ბენსი (64. დევილი), მუტში, პაიალი, მარტინსი (79. და მოტა) - ჟოაკიმი (90. ტურპელი)
გაფრთხილება: პედრო - ბენსი, მალჟე, და მოტა
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 10-1; კარში დარტყმა: 26-6 (9-1); ბურთის ფლობა: 68%-32%.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 9 8 0 1 22-3 24
2. სლოვაკეთი 9 6 1 2 13-6 19
3. უკრაინა 9 6 1 2 14-3 19
4. ბელარუსი 9 3 1 5 8-14 10
5. ლუქსემბურგი 9 1 1 7 4-23 4
6. მაკედონია 9 1 0 8 6-18 3
ბოლო ტური
ორშაბათი. 12 ოქტომბერი
ბელარუსი-მაკედონია 22:45
ლუქსემბურგი-სლოვაკეთი 22:45
უკრაინა-ესპანეთი 22:45
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უკრაინა სავარაუდოდ საუკეთესო მესამეადგილოსანი გახდება.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული