ევრო 2016: იტალია და ავსტრია მეორე კალათში

AutoSharing Option
ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი თითქმის დასრულდა, დარჩა მხოლოდ 8 შეხვედრა, რომელიც ბოლო 4 საგზურის მფლობელს გამოავლენს. 12 დეკემბერს პარიზში ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

ჰოლანდიელთა გავარდნა ყველაზე მეტად მეზობელ ბელგიელებს წაადგათ, მათ პირველ კალათში გადაინაცვლეს ესპანეთთან (როგორც მოქმედი ჩემპიონი), საფრანგეთთან (როგორც მასპინძელი), გერმანიასთან, ინგლისთან და პორტუგალიასთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ დიდებული საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ავსტრიის ნაკრები პირველი კალათის მიღმა დარჩა, ისევე, როგორც იტალიის ნაკრები. მეორე კალათში იქნებიან რუსეთი, შვეიცარია და ხორვატიაც. მეექვსეს ვინაობა კი ჯერ უცნობია. რაც უნდა მოხდეს, ბოლო კალათში
მოხვდებიან ისლანდია, უელსი, ალბანეთი და ჩრდილოეთი ირლანდია.

ყველაფერი მას მერე გადაწყდება, რაც პლეი ოფის მატჩები გაიმართება და უეფას ახალი სანაკრებო კოეფიციენტები გამოქვეყნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული