U17. საქართველო-ყირგიზეთი 7:1 - დაუნდობლები [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში "ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თასზე" მეორე შეხვედრა ყირგიზეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და კვლავაც დიდი ანგარიშით, 7:1 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ტურნირის სასტარტო მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდმა ალბანეთი გაანადგურა - 5:0.

ყირგიზებთან შეხვედრაში ანგარიში ზურაბ დავითაშვილმა გახსნა, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა (მე-7, 44-ე პენ, 47-ე). დუბლი მიითვალა ხვიჩა კვარაცხელიამ (14, 29), თითო გოლით კი - გიორგი გულიაშვილმა (54) და გიორგი ლომთაძემ (67) გამოირჩნენ. ყირგიზებმა პრესტიჟის გოლი 11-მეტრიანით გაიტანეს.



საქართველოს ნაკრები A ჯგუფის ბოლო შეხვედრას
7 სექტემბერს, მასპინძლებთან ჩაატარებს, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში კი ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ყირგიზებთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ბახტაძე, აბზიანიძე (ბაქრაძე 41), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი (ლომთაძე 52), შალიკაშვილი (ჯინჭარაძე 52), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), გულიაშვილი, კვარაცხელია (ჯანგველაძე 57).
მკითხველის კომენტარები / 8 /
"ჰეთთრიქი" და კიდევ ათასი სისულელე-რა უბედურეებაა!!! ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე რომ არ იყენებდნენ ამ იდიოტობებს,ვერ გვაგებინებდნენ რისი თქმა უნდოდათ?
d
05 სექტემბერი 2017 17:22
0
კარგი იყო,კარგი გუნდია მაგრამ დაუკომპლექტებელი მეჩვენება.სკამი სუსტი გვყავს და ძირითადშიც რამდენიმე გამორჩეულად სუსტი ბავშვია.დაცვას უნდა გაძლიერება და ცენტრში ბურთის დამჭერი არაა არცერთი.ეს თუ გამოსწორდა შეიძლება დიდ მიზნებზე ფიქრი
Svani
05 სექტემბერი 2017 17:17
0
ბიჭებს ვულოცავ.ყაზახეთში რა გინდოდათ?უფრო მაგარ სპარინგებს აქ მოაწყობდით :)ასნავნოი სასტავი კარგია 2-3 ძალიან სლაბი ბავშვის გამოკლებით,მაგრამ ზამენა არ გვყავს რა,ეგრევე ირევა თამაში როცა იგროკები გადიან დ ეს ძალიან ცუდია
Rezo
05 სექტემბერი 2017 16:50
0
გილოცავთ, ასე გააგრძელეთ,მაგრამ ძაან ჩობან გუნდებს ვხვდებით და არ მოგვადუნოს მაგან.აქაც გამოჩნდა რომ დაცვას და ნახევარდაცვას პრობლემები აქვს-17,3,11,14,16 ნომრები ძალიან სუსტებია,ბურთთან ცუდად არიან,რაც ვნახე 7 და 10 ნომრის იმედად ვართ.ჩვენს მეკარეებამდე ბურთი არც მისულა.დათვური სამსახური არ გაგვიწიოს ამ ტურნირმა.
Gagi
05 სექტემბერი 2017 16:45
0
ასეთი საშენო ტურნირი სად იშოვე ნემსაძე, ბიჭებს მაინც ყოჩაღ , კარგები ხართ
???
05 სექტემბერი 2017 15:17
1
უკრაინაშიც საამისო ტურნირი იყო ჯიგარ? ბოღმა ყელში არ გაგეჩხიროს. მიულოცე მაინც, რამ გაგაბოროტათ ასე...
???-ს
05 სექტემბერი 2017 15:32
4
ყოჩაღ ბიჭებს! მინდა, რომ ყაზახებსაც დაახლოებით იგივე "დღე აყარონ" რაც ალბანელებს და ყირგიზებს. ახალგაზრდების "ყაირათთან" წაგებას დღემდე ვერ ვინელებ...
Meko
05 სექტემბერი 2017 12:55
0
გიორგი, ევროპაში ითამაშე თუ გინდა გაიგო შენი გუნდის დონე და ბრძოლის უნარიანობა.
kamo
05 სექტემბერი 2017 12:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული