ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. ყაზახეთი-საქართველო 4:4 - ფინალში რუსეთთან ვითამაშებთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

დღეს, 7 სექტემბერს გამართულ A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ყაზახეთის თანატოლთა ნაკრებთან ფრედ - 4:4 ითამაშეს, რაც ფინალში გასასვლელად ხელს აძლევდათ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველმა ჭაბუკებმა ყირგიზეთსა (7:1) და ალბანეთს (5:0) მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 17-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძლებთან პირველი ტაიმი ანგარიშით 3:0 მოიგო, მეორეში კი 4:2-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "ყაზახეთის პრეზიდენტის
თასის" ფანალში, რომელიც 8 სექტემბერს, ალმათის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, რუსეთის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდება.