U17. საქართველო VS რუსეთი - ფინალი ყაზახეთის პრეზიდენტის თასზე [LIVE]

AutoSharing Option
დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის "პრეზიდენტის თასის" ფინალურ შეხვედრაში რუსეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ალმათის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება. გულშემატკივარს თამაშის ლაივ-სთრიმით ხილვა მოცემულ ბმულზე შეუძლია.



გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახური ტურნირის A ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჭაბუკებმა ალბანეთს ანგარიშით 5:0 მოუგეს, ყირგიზეთს - 7:1, ბოლო მატჩში კი მასპინძლებთან დაზავდნენ - 4:4.

ტურნირის B ჯგუფში პირველობა რუსეთის 17-წლამდელებმა მოიპოვეს, რომლებსაც
მეტოქეებად ყირგიზეთის მეორე, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ნაკრებები ჰყავდათ.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ამ შემადგენლობით გამოდის:

მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო), ზურაბ დავითაშვილი (დინამო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), გიორგი ლომთაძე (დინამო), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია).
მკითხველის კომენტარები / 10 /
ის ერთი კაცი ვინ არის ჩვენც გაგვიმხილე თუ მართლა იცი. ჩვენებს ვულოცავ მეორე ადგილის დაკავებას. ბევრი შრომით ყველაფერი თავის დროზე მოვა.
zako-ს
16:25 09-09-2017
0
მოკლედ, ვეცნობი ამ კომენტარებს (ერთი კაცის "ნამუშევარს" გავს) და ვფიქრობ, ნუთუ ასე დაიბინდა ქართველი კაცის გონება! კი, შიძლება ხარვეზებია ამ ახალგაზრდების თამაშში, მაგრამ რატომ არავის არ მოგივიდათ თავში, ამ ბიჭებისათვის ფინალში გასვლა და წარმატება წარმატება უსურვოს! რას გავს ეს!!! წარმატება მისურვებია ბიჭებო!!!
zako
17:33 08-09-2017
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული