ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

გია გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი მატჩებისთვის მზადებას იწყებს - გია გეგუჩაძის გუნდი 6 და 10 ოქტომბერს სტუმრად დანიასა და ფარერებს შეხვდება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია 24 ფეხბურთელი, რომლებიც ამ ორი მატჩისთვის მოემზადებიან. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში გაირკვა, რომ გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდება ლუკა ლაკვეხელიანი.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო);

მცველები:
აკაკი შულაია (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი
ქანთარია (გროდნო, ბელარუსი);

ნახევარმცველები:
ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი);

თავდამსხმელები:
ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რომან ჭანტურია (პრატო, იტალია).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის III ჯგუფში პირველი შეხვედრა გორში პოლონეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
ასევე დაგაინტერესებთ