ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებს

AutoSharing Option
24-30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისში უმასპინძლებს იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს.

17-წლამდელები ტურნირისწინა ბოლო, დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან დაიწყებენ და მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია სასურველი 23 ფეხბურთელი.

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე
(დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 24 ოქტომბერს საქართველო ლატვიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 27 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის გუნდი მონტენეგროს შეხვდება, 30-ში კი - იტალიას. ელიტრაუნდის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით