ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

გია გეგუჩაძე: ფრე ლოგიკური იყო

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, ფინეთთან მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, შეხვედრაზე ისაუბრა.
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთს დაუზავდა

''მოლოდინი მქონდა იმისა, რომ რთული თამაში იქნებოდა და ესეც მოხდა. გვქონდა საკადრო პრობლემები, ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელები გვაკლდა, რამაც დიდი როლი ითამაშა, რომ დღევანდელ თამაშში 3 ქულა ვერ ავიღეთ.

მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაიხარჯნენ, ვერ ვიტყვი ვერავისზე, რომ არ მოინდომა. ჩვენ ორჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება. ჩვენ გვქონდა მატჩში დაწინაურების ბევრი შანსი და სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ალბათ ლოგიკური
იყო, ფრედ რომ დასრულდა.

ვიწყებთ მომზადებას ლიტვასთან მატჩისთვის უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები და მეტოქის გუნდი კარგად უნდა შევისწავლოთ "