11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.
დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.
ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.
საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
17:52 11-11-2017
U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
გული მიკვდება ამდენი უსამართლობით.
ეს კალაძე მაინც ვერ ხვდება თუ როგორი აგრესიაა საზოგადოებაში კობიაშვილის მიმართ?
ნუთუ ვერ ხვდება რომ კობიაშვილის ფაქტორი უკვე უშუალოდ მის ავტორიტეტს ლახავს