ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში.

"ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით" - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ