გია გეგუჩაძის პირველი კომენტარი ნაკრებიდან წასვლის შემდეგ

AutoSharing Option
გია გეგუჩაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. თუ რა გახდა ამის მიზეზი და რა გეგმები აქვს, ამასთან დაკავშირებით
Sportall.ge გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა.

- საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი აღარ ხართ, ეს ნაჩვენები შედეგის გამო მოხდა თუ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება გქონდათ და მაგიტომ?
- არა, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ ფედერაციასა და ჩემს შორის კონტრაქტი გაწყვეტილიყო.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჯერჯერობით არაფერი, ვისვენებ.

- არის შემოთავაზებები?
- არა ჯერ არაფერი არ არის.

- და თუ მომავალი სეზონისთვის იქნება საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთვაზება,
იმუშავებთ?

- ვნახოთ, გააჩნია წინადადებას, გააჩნია პირობებს რა თქმა უნდა. განვიხილავ ყველა წინადადებას, რომელიც შემოვა.

- და ბოლოს მაინც რას იტყოდით, რატომ ვერ დადო ნაკრებმა ის შედეგი რასაც გულშემატკივარი ელოდა?
- ფაქტია, არ არის ის შედეგი რაც ჩვენ ყველას გვსურდა. არის ობიექტური მიზეზები და ამაზე საუბარი დაგვიანებულია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ზესტაპონს უნდა ტუ არა აგარ კიტხულობტ?
555
09 დეკემბერი 2017 23:18
1
სანამ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობა არსებობს, ქართული ფეხბურთი საფრთხეშია!
zurab
09 დეკემბერი 2017 22:55
1
გეთანხმებით ისევე როგორც 2მივუმატოდ 2 არის ოთხი
თამაზი
10 დეკემბერი 2017 11:04
1
ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ეს რა სიტყვებია:"არის ობიექტური მიზეზები და ამაზე საუბარი დაგვიანებულია". შე კაი ადამიანო, საქართველოს ნაკრებზეა ლაპარაკი. რას ქვია დაგვიანებულია? გეგუჩაძესთვის კი, დაგვიანებულია, მაგრამ ნაკრებისთვის? ვინც იმუშავებს, მისთვის? მჯერა დაბეჭდავთ, ბატონი გია წაიკითხავს, გააანალიზებს, მიხვდება, რომ საქმე ბევრად მეტს ეხება, ვიდრე პირადად "ვინმე წასული მწვრთნელისთვის" დაგვიანება და იტყვის სათქმელს. სანამ ასეთი მიდგომაა, ნამდვილად არაფერი გვეშველება. სამწუხაროდ.
alexandre
09 დეკემბერი 2017 20:55
0
გეგუჩაძე კარგი მწვრთნელია. მას წარმატებებს ვუსურვებ, სადაც არ უნდა იყოს. ვფიქრობ ის კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას ფეხბურთში. პრობლემებზე ესაუბრაო ზოგიერთი ამბობს. როცა მწვრთნელი პრობლემებზე საუბრობს, მაგალითად ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის ნაკრებში მისული ფეხბურთელების ფიზიკური მოუმზადებლობა, დაბალი კლასი, თამაშის პრაქტიკის არქონა, ცუდი ხასიათი, არაპროფესიონალიზმი, ცუდი მოედნის საფარი და ა.შ. და ასე მრავლად, მაშინ გულშემატკივარი მწვრთნელს ადანაშაულებს წარუმატებლობის სხვა, მწვრთნელისგან დამოუკიდებელი, მიზეზებით გამართლებაში. რომ ელაპარაკა პრობლემებზე, და ის მართლაც საუბრობდა ამ პრობლემებზე, გულშემატკივარი დაიწყებდა: "აუ, ახლა ამან დაიწყო თავის მართლება!" გახსოვთ ჰექტორ კუპერი? ვერაფერს გახდა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა ეგვიპტე!
ლუკა
09 დეკემბერი 2017 20:55
4
გეგუჩაძე კარგი მწვთნელია უბრალოთ სანამ ტოტალიზატორი იქნება ვერც მწვთნელი მიაღწევს შედეგს და ვერც გუნდი ვერ გახდება ვერაფერს გადახედეთ რას აკეთებს ბარსელონა რეალი ბაიერნი პსჟ საერთოდ ისეთ გუნდთან წაააგო მოგება რომ არ ქონდა მილანმა კიისეთთან ქულაც რომარ აუღია ბელევენტოს
ვაკო
09 დეკემბერი 2017 18:54
6
ბიჭებო, გია გეგუჩაძე ძალიან ძლიერი საკლუბო მწვრთნელია, მაგრამ სამწუხაროდ არასანაკრებო..... ის ფეხბურთელს ყოველდღე უნდა ხედავდეს..... 2 და 3 შეკრებისას მატჩის წინ - ის ვერაფერს გააკეთებდა ნაკრებში, რადგანაც ეს არაა მისი ამპლუა... გეგუჩაძის ადგილას რომ ვყოფილიყავი - დინამოდან არ წავიდოდი ნაკრებში....
elgvisa
09 დეკემბერი 2017 18:48
1
ურთიერთ შეთანხმების არა ნაჩვენები შედეგის გამო დაგითხოვეს და გეყოს კაცობა რომ სიმართლე თქვა.
Somexi
09 დეკემბერი 2017 15:18
4
გეგუჩაძე უნდა წასულიყო ფარერებთან წაგების შემდეგ ეხლა უკვე დაგვიანებული,რადგან ნაკრებს არანაირი შანსი აღარ აქვს უკვე გასვლის.
gio
09 დეკემბერი 2017 15:07
2
გიას უღალატეს! ყველაფერს თავის დროზე ვიტყვი...
ზაზა დობორჯგინიძე
09 დეკემბერი 2017 14:18
9
(((( როდის მოვა ეგ დრო ? კიდევ ერთ შესარცევ ციკლს რომ დაღუპავს უმაქნისი ფედერაცია ?
კახა !
10 დეკემბერი 2017 22:09
0
რას გველაპარაკები,მომავალ წელს გვეტყვი ?
გუჯა გუჯელაშვილი
10 დეკემბერი 2017 20:27
0
ამ კაცის ბჟუტურს ვერ ვიტან. წადი ზესტაფონში რა პირობებზე საუბრობ შენც არ იყო მოთხოვნადი მწრთვნელი.
მორწვი
09 დეკემბერი 2017 14:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული