U17. საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან 1:2-ს აგებდა, თუმცა საბოლოოდ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირ "განვითარების თასი 2018"-ზე პირველი მატჩი ყაზახ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.

გიორგი ნემსაძის შეგირდები ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ დაწინაურდნენ, თუმცა მეტოქემ ორი გოლის გატანა შეძლო და პირველი ტაიმი სწორედ ყაზახების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ამის მიუხედავად, ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ ანგარიშით 3:2 გაიმარჯვეს. ქართველთაგან გოლებით ზურიკო დავითაშვილი, ცოტნე კაპანაძე და გიორგი გულიაშვილი გამოირჩნენ.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, შალიკაშვილი, ჩოთალიშვილი, შვარცი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, აბზიანიძე, ჩიხრაძე, დეკანოსიძე.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 23 იანვარს, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძამიან საგულისხმოა ის ფაქტი რომ ახალი ხელისუფლებისა თუ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მმერე მეგრულ გვაროვანი ფეხბურთელიბის ნაკლებობა შეიმჩნევა ეროვნულის გარდა ყვეკა ნაკრებში.ეს კიდევ უფრო ავნებს ქართულ ფეხბურთს.არ დაბლოკოთ ეხლა ეს კომენტარი ადმინ
ბაჩო გ
22 იანვარი 2018 21:36
22
ბაჩო რეებს ლაპარაკობ ძალიან გთხოვ აზრს თუ ატან, რა შუაშია მეგრელი ან სხვა რომელიმე კუთხის წარმომადგენელი, უნდა ითამაშოს მან ვინც უკეთესია.
ოთარი
23 იანვარი 2018 01:39
0
ბაჩო მაგას სეპარატიზმი ქვია და გირჩევ შეეშვა
gia
22 იანვარი 2018 21:56
0

სიახლეები პოპულარული