დავითაშვილის ულამაზესი ჯარიმა! - U17. საქართველო ნაკრებმა მოლდოვა 3:0 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე მეორე შეხვედრაც მოიგო - ამჯერად 3:0 მოლდოვასთან. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხა. მოლდოვასთან გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ორჯერ) გამოირჩნენ.

17-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, შვარცი, კვარაცხელია, დავითაშვილი, იაკობიძე, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, დეკანოსიძე, გაგუა, ბაქრაძე, ჩოთალიშვილი, ჭავჭანიძე, ჩიხრაძე.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 25 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღთ ბიჭებო, გილოცავთ, გაიხარეთ.
gizog
24 იანვარი 2018 15:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული