U17. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში, განვითარების თასზე ჯგუფის მესამე შეხვედრა უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

უკრაინელებთან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 63-ე წუთზე და ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა მეტის გაკეთება ჩვენმა გუნდმა ვეღარ შეძლო.

უკრაინასთან გიორგი ნემსაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კაპანაძე, ნონიკაშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, ჩოთალიშვილი (დეკანოსიძე 41), მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი (გაგუა 69), გულიაშვილი, ჩიხრაძე.

ჩვენმა ნაკრებმა C ჯგუფში საბოლოოდ 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. მომდევნო მატჩს საქართველოს ასაკობრივი გუნდი მე-4-მე-6 ადგილებისთვის მატჩში 27 იანვარს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძის
შეგირდებმა ჯგუფში პირველი ორი შეხვედრა მოიგეს. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯერ ყაზახეთს სძლიეს 3:2 და შემდეგ მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეოთხე-მეექვსე რანაირად გამოდის ვერ გავიგე. თუ პირველ ადგილზე გასულები ფინალს თამაშბენ, მაშ მესამე ადგილისთვის ვინ იბრძვის? თუ ჯგუფიდან ორი გადის, მაშინ ჩვენები რატომ ვერ გავიდნენ მეორე ადგილიდან...მოკლედ რაღაც გეშლებათ ნამდვილად, გაარკვიეთ და გაასწორეთ.
emigranti
03:25 26-01-2018
0
ეს ერთდროულად ტაში დაკვრა და ერთმანეთის გამხნევება მაგარი იციან :))) ეშინიათ მამაც იბერიელებს და ერთმანეთს ამხნევებენ ? დანით გადით ძმაო სათამაშოდ ..
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული