ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში, განვითარების თასზე ჯგუფის მესამე შეხვედრა უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

უკრაინელებთან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 63-ე წუთზე და ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა მეტის გაკეთება ჩვენმა გუნდმა ვეღარ შეძლო.

უკრაინასთან გიორგი ნემსაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კაპანაძე, ნონიკაშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, ჩოთალიშვილი (დეკანოსიძე 41), მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი (გაგუა 69), გულიაშვილი, ჩიხრაძე.

ჩვენმა ნაკრებმა C ჯგუფში საბოლოოდ 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. მომდევნო მატჩს საქართველოს ასაკობრივი გუნდი მე-4-მე-6 ადგილებისთვის მატჩში 27 იანვარს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძის
შეგირდებმა ჯგუფში პირველი ორი შეხვედრა მოიგეს. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯერ ყაზახეთს სძლიეს 3:2 და შემდეგ მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.