U17. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან 1:8 წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

გიორგი ნემსაძის შეგირდებმა 12-გუნდიან ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარეს (3 მოგება, 2 მარცხი) და სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრა სლოვაკეთთან დიდი ანგარიშით, 1:8 დათმეს. ერთადერთი ბურთი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.

ტურნირის საუკეთესო პირველი ოთხეული უკრაინამ, ისრაელმა, ბელორუსმა და სლოვაკეთმა შეადგინეს. საქართველომ კი ყაზახეთს, მოლდოვას, ლიტვას, რუსეთს, ფინეთს, ისლანდიას და ბელგიას გაასწრო.

სლოვაკეთთან ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ჭავჭანიძე, ბაქრაძე, კაპანაძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, დეკანოსიძე, შვარცი, გაგუა, ჩიხრაძე.

მომზადებულია
gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
აბრეზას ვარსკვლავ ბიჭუნა სად იყო ამ თამაშში რატ არ გაიპწყინა
guji
12:38 06-02-2018
0
კვარაცხელია,დავიტასვილი და კაპანაცეს გარდა ნაკრები არ უნდა ანახო არცერტს,,
jiji
14:59 31-01-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული