საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიას ორჯერ შეხვდება

AutoSharing Option
მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების პროცესში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დღეს მორიგ შეკრებას იწყებს.

გიორგი ნემსაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაც ვარჯიშის გარდა, ორ ამხანაგურ მატჩშიც გამოცდის. ჩვენი მეტოქე ავსტრიის 17-წლამდე ნაკრები იქნება. შეხვედრები კი 12 და 15 თებერვალს თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ჩატარდება.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ლეჟავა (საბურთალო);

მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), ცოტნე
კაპანაძე (საბურთალო), გოგა გოგოლაძე (რუსთავი);

ნახევარმცველები:
ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ბექა აშორდია (იბერია 2010), აკაკი დეკანოსიძე (იმოლეზე კალჩო, იტალია);

თავდამსხმელები:
ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლადო ჩიხრაძე (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია 2010).

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
უსერიოზულესი შემადგენლობაა
1

სიახლეები პოპულარული