საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისევ შეკრებაზეა და მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას აგრძელებს.

12 თებერვალს გიორგი ნემსაძის გუნდმა თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრიის 17-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო, რაც მე-8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლით დააგვირგვინა. შემდეგ თამაში გათანაბრდა და მომენტები სტუმრებსაც შეექმნათ. დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომებით ჯერ ტობიას კოხმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი მარსელ ჰონსბერგერმა დააწინაურა თავისიანები.

მეორე ნახევარში ტრავმის გამო გუნდს კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი გამოაკლდა, ავსტრიელებმა კი კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. რაც
შეეხება ჩვენს გუნდს, რამდენიმე რეალური მომენტის გარდა პენალტიც გააცუდეს - კვარაცხელიას მეკარემ აუღო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, ჩარკვიანი, გელაშვილი, კალანდაძე, აბზიანიძე, აზაროვი,
მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჯანგველაძე, დეკანოსიძე, ჩიხრაძე.

ავსტრიასთან დაგეგმილი მეორე ამხანაგური მატჩი 15 თებერვალს 12 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეთი ბალაგანი კარგა ხანია არ მინახავს. გუნდის გარდა ყველაფერია.ვინ სად დარბის ვერ გაიგებ.მწვრთნელის ხელი არ ეტყობათ და დაცვა-ნახევარდავცა საერთოდ არ არსებობს,მაგრამ ბავშვები არაფერ შუაში არიან. სირცხვილი და ნამუსი სულ დაკარგეთ? მართლა რას გვერჩით??? გაუმარჯოს რაგბს!!!
GRG-007
13 თებერვალი 2018 14:52
0
ასეთი ბალაგანი კარგა ხანია არ მინახავს. გუნდის გარდა ყველაფერია.ვინ სად დარბის ვერ გაიგებ.მწვრთნელის ხელი არ ეტყობათ და დაცვა-ნახევარდავცა საერთოდ არ არსებობს,მაგრამ ბავშვები არაფერ შუაში არიან. სირცხვილი და ნამუსი სულ დაკარგეთ? მართლა რას გვერჩით??? გაუმარჯოს რაგბს!!!
GRG-007
13 თებერვალი 2018 13:51
0
sanam ar shecydeba hacyoba manamde hvens pexburts aranairi momavali akvs.es treneri ki ara vigaca provukaciaa...sacyali bavshvebi
fiola
13 თებერვალი 2018 03:10
1
არ არის ეს კაცი მწვრთნელი ეტყობა და რაღას აწვალებენ ან ამას , ან ჩვენ , ან ბავშვებს ?
grishka
13 თებერვალი 2018 00:07
1
ჩანაწერის ნახვა შეიძლება სადმე?
ანრი
12 თებერვალი 2018 22:46
1
ანრის: იუტუბზეა და ნახე მაგრამ ჯობია არ ნახო
ზესტა
13 თებერვალი 2018 00:34
0

სიახლეები პოპულარული