თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა ზვიად ჯელაძის შეგირდებმა იქამდეც და მერეც ბლომად საგოლე მომენტი შექმნეს, რომელთაგან ორი ზუსტად დაასრულეს. ორივეჯერ თავი თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობა:
ხარატიშვილი, არველაძე, ჭინჭარაული, კვარაცხელია, ხორავა, ტალახაძე, ზურაბიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ხვედელიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ტორონჯაძე, ოსიყმაშვილი, ოგბაიძე, ლატარია.
მეორე ამხანაგურ მატჩს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 15 თებერვალს ჩაატარებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით