საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უნგრეთთან 1:4 დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩში უნგრელ თანატოლებთან 1:4 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა 21-ე წუთზე თამაზ ბაბუნაძის გატანილი გოლით მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები (სასტარტო შემადგენლობა): მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, ბერიაშვილი, ფაცაცია, გრძელიძე, ბაბუნაძე, ინჯგია, გაბუნია

შეცვლაზე შევიდნენ: ტოკლიკიშვილი, არჩუაძე, ჯაფარიძე, ოქროპირიძე, გოგობერიშვილი, ბუიღლიშვილი

შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ ამ გუნდების მატჩი 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული