საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდს დღეს დაიწყებს

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველ მატჩს გამართავს. გიორგი ნემსაძის გუნდი "ლეგნიცას" საფეხბურთო აკადემიის მოედანზე მასპინძელ პოლონეთს შეხვდება. ამავე დროს დაიწყება ჯგუფის მეორე შეხვედრაც, რომელშიც ირლანდია და მაკედონია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩვენი ნაკრები ოთხი დღის წინ ჩავიდა პოლონეთში და თბილისური შეკრების შემდეგ მზადება იქ გააგრძელა. მთავარმა მწვრთნელმა ელიტრაუნდზე ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი მოისაკლისა - გიორგი შალიკაშვილი და ცოტნე კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის საგზური საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველ შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა, რომელიც შარშან თბილისში გაიმართა. მაშინ
ჯგუფიდან იტალია და საქართველო გავიდნენ.

ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: 1. ლუკა ხარშილაძე, 12. ლუკა კუტალაძე;

მცველები: 2. საბა ჭინჭარაული, 3. ივა გელაშვილი, 4. ზურაბ ბაქრაძე, 5. შოთა ნონიკაშვილი, 13. გიორგი აბზიანიძე, 14. სანდრო კალანდაძე;

ნახევარმცველები: 6. ირაკლი აზაროვი, 8. ცოტნე ჩოთალიშვილი, 10. ზურიკო დავითაშვილი, 15. ანზორ მექვაბიშვილი, 16. გიორგი მირზიკაშვილი, 17. ლუკა შვარცი, 18. ნიკოლოზ ტალახაძე, 19. ანატოლი მესიაჩენკო;

თავდამსხმელები: 7. ხვიჩა კვარაცხელია, 9. გიორგი გულიაშვილი, 11. ელგუჯა ჯანგველაძე, 20. ლადო ჩიხრაძე.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყურება შეიძლება სადმე?
სოსო
21:28 21-03-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული