საქართველოს კაცნაკლული 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში პოლონეთს დაუზავდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.
გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას - ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.
მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი,
მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 28 /
რა კარგად არის სტატია დასათაურებული, გულწრფელად გამიხარდა; "დაუზავდა." ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო საკუთარ თავზე ფეხბურთის ქართველ კომენტატორებს და ბუნებრივია აქ არ ჩამოვთვლი მათ სახელებს. ისე საშინლად მიყავთ თითქმის ყველა რეპორტაჟი, რომ მრჩება შთაბეჭდილება ისინი არ სცემენ პატივს მაყურებელს. საშუალო განათლების მქონე მაყურებელიც კი აუცილებლად გაღიზიანდება მათი მეტყველებით და სიტყვათა მწირი მარაგით.
ირაკლი
23:07 27-03-2018
0
კვარაცხელია საუკეთესო იყო და თამაშს თუ ნახავთ თქვენც დარწმუნდებით .ანგარიშზე რომ ასახულიყო მისი გადაცემები ნამდვილად მოვიგებდით .სამწუხაროა რომ ვერ იყენებენ და ვერ გააქვთ გოლი .
ლევან
01:59 25-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული