პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფარერებს ვერ ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის პირველი ტაიმი ფარერებს ვერ მოუგო - 0:0.

საქართველოს ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია ევროპის პირველობაზე და ამჯერადაც საამისოდ მიზერული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შანსისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და თანაც, ფარერებთან პირველ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხების (1:3) შემდეგ, რევანშია ასაღები.

მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, სტადიონი სანახევროდ გაივსო, ჩვენმა გუნდმა პირველ ნაკრებში გამოძახებული ჩაკვეტაძის გარეშე, 5 ნომინალური მცველით (!) იასპარეზა და თავიდანვე შეუტია: მე-4 წუთზე საჯარიმო სუსტად დაურტყა არაბიძემ და მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს, შემდეგ
ზარანდიამ და კიტეიშვილმა უშედეგოდ სცადეს ჰანსენის კარის დალაშქვრა.

სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-14 წუთზე ცეცხლაძის შეცდომის შედეგად ტომსენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ჩვენი გუნდი ტერიტორიულ ( და არა სათამაშო) უპირატესობას ფლობდა, უტევდა, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა და რეალური სახიფათო მომენტი მათ კართან არ იქმნებოდა. მე-40 წუთზე ცეცხლაძემ შორიდან დარტყმული ბურთი გაარტყა ძელს. ეგ იყო და ეგ.


გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
საქართველო - ფარერები

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, არაბიძე

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

ფარერები: ჰანსენი, ვარდუმი, პეტერსენი, მაგნუსონი, ოლსენი, ჰეინესენი, ნიელსენი, იაკობსენი, ბიარტალიო, დანიელსენი, ტომსენი

მთ. მწვრთნელი: ჰეინტცე
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ფეხბურთიიიიიი სამაგიეროდ ფედერაციაში არიან კარგად ხელფასი კარგი მანქანა კარგი მივლინებები კარგიიიი მერე რა იყოს ფეხბურთი ცუდი ჩვენ ხომ "ვგულაობთ" ხალხი ვის ადარდებს ნეტავვვ :(((((((((( ახია ჩვენზეეეე მეტის ღირსი ვართ და ნუ ვწუწუნებთთთთთთთთთ
gujaa
23 მარტი 2018 20:27
1
აი(ა), ქართული ფეხბურთის მომავალი(?)
vaiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii qartul fexburTs!
23 მარტი 2018 20:04
0
რას ლაპარაკობს ეს კაცი!მთელი ტაიმი რომ გუნდიდან კაცი არ გაქცეულა,მაგას თამაშს ეძახით?სამარცხვინო პირველი ტაიმი ჩაატარეს და აქ გუნდის მწვრთნელებს ვერაფერს დავაბრალებ,თამაში არ უნდათ და მორჩა.ნაკრებში ალბათ ფულს არ უხდიან.იქ იყო და სამარცხვინოდ წააგეს,აქ არის და ოჩანი ცხენებივით დგანან.კი წავლენ ალბათ სადღაც და ფულს იშოვნიან,მაგრამ ამათ სამშობლო არ სტკივათ,თუმცა ამათ რას ვერჩი,რასაც ხედავენ ,თვითონაც ისე იქცევიან და ეს უფრო მაგიჟებს.
სოსო
23 მარტი 2018 20:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული