23 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში გორში ფარერები 1:0 დაამარცხა. თუმცა, გულშემატკივარმა ასეთი დაბალი დონის ფეხბურთისგან სიამოვნება ნამდვილად ვერ მიიღო.
საქართველოს ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია ევროპის პირველობაზე და ამჯერადაც საამისოდ მიზერული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შანსისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და თანაც, ფარერებთან პირველ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხების (1:3) შემდეგ, რევანში იყო ასაღები.
მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, სტადიონი სანახევროდ გაივსო, ჩვენმა გუნდმა პირველ ნაკრებში გამოძახებული ჩაკვეტაძის გარეშე, 5 ნომინალური მცველით (!) იასპარეზა და თავიდანვე შეუტია: მე-4 წუთზე საჯარიმო სუსტად დაურტყა არაბიძემ და მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს, შემდეგ ზარანდიამ და კიტეიშვილმა უშედეგოდ სცადეს ჰანსენის კარის დალაშქვრა.
სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-14 წუთზე ცეცხლაძის შეცდომის შედეგად ტომსენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.
ჩვენი გუნდი ტერიტორიულ ( და არა სათამაშო) უპირატესობას ფლობდა, უტევდა, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა და რეალური სახიფათო მომენტი მათ კართან არ იქმნებოდა. მე-40 წუთზე ცეცხლაძემ შორიდან დარტყმული ბურთი გაარტყა ძელს. ეგ იყო და ეგ.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიური იერიშებით დაიწყო და მიზანსაც უმალ მიაღწია: მარცხენა ფლანგიდან ნადარაია გაიჭრა, კიტეიშვილს უპასა, რომელმაც ბურთი ზარანდიას დაუტოვა და 1:0. ცოტა ხანში უკვე ხარაიშვილს შეეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ კიტეიშვილის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.
ამას მეტოქის შეტევები მოჰყვა და ტომსენმა ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა ბურთი კუპატაძის კარს.
მეორე ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა და ორი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდის თამაში მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა.
მოკლედ, მაყურებელმა დიდი ვერაფერი ფეხბურთი ვერ იხილა. გასაკვირია ჩვენი გუნდის მწვრთნელის მიერ არჩეული ზედმეტად ფრთხილი სათამაშო სტრატეგია და ტაქტიკა. მითუმეტეს, ეს გასაკვირია სახლში, ფარერებთან შეხვედრაში.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
საქართველო - ფარერები 1:0
გოლი: 1:0 ზარანდია (47)
საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი (მიქელთაძე 59), კიტეიშვილი, არაბიძე (ბერიძე 76)
მთ. მწვრთნელი: ცეცაძე
ფარერები: ჰანსენი, ვარდუმი, პეტერსენი, მაგნუსონი, ოლსენი, ჰეინესენი (ოლსენი 79), ნიელსენი, იაკობსენი, ბიარტალიო, დანიელსენი, ტომსენი
მთ. მწვრთნელი: ჰეინტცე
20:49 23-03-2018
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერებს 1:0 ძლივს მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 26 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რატომ უნდა ფინანსდებოდეს 200 მილიონით,ხალხის ფულით ქართული ფეხბურთი თუ ნახევრად სამოყვარულო ფარერების ფეხბურთის დონეზე ვართ? მკვდარს ფული ვერ გააცოცხლებს.რაგბის 7 მილიონი წლიური დაფინაბსებაა აქვს,ფეხბურტს 50 მილიონი.პირველს სიხარული მოაქვს,მეორეს ტკივილი.ხომ არ აჯობებს დაფინანსებები გაგვეცვალა ფეხბურთსა და რაგბს შორის?
40
13
კომენტარიც კი ზედმეტია ეს არ იყო ფეხბურთი უფრო წვალებას გავდა.ჯობია დროზე დავიწყოთ მოთხოვნა რო მოეხსნას კლუბებს დაფინანსება და გაუზარდონ რაგბის.მოვა ზაფხული და მაინც პირველივე წრეზე გამოვარდება ყველა ქართული გუნდი შესარჩევიდან
37
9
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული