პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიას ვერ უგებს

AutoSharing Option
საქართველოსა და დანიის ახალგაზრდული ნაკრებების ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ცეცაძემ წინა შეხვედრაში ფარერებთან გუნდი 5 მცველით ათამაშა, რაც მისი სიფრთხილით იყო გამოწვეული, რომ გოლი არ გაეშვათ და თავის სადებიუტო მატჩში, საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულიყვნენ. ჩვენმა ნაკრებმა ეს შეხვედრა ძლივს მოიგო 1:0 და არადამაჯერებელი თამაშით უკმაყოფილო დატოვა გულშემატკივარი. ამდენად, საინტერესო იყო, ჯგუფის ლიდერთან შეხვედრაში როგორ სტრატეგიას და ტაქტიკას აირჩევდა ცეცაძე. შეგახსენებთ, დანიამ თბილისში ჩამოსვლამდე სტუმრად ავსტრია გაანადგურა - 5:0.

ჩვენი გუნდის თავკაცს შემადგენლობა არ შეუცვლია.
სტუმრების ტაქტიკა 3-4-2-1 გახლდათ, თუმცა შემტევი ფეხბურთი არ უჩვენებიათ. ორივე გუნდმა მატჩი ურთიერთდაზვერვით დაიწყო და ზედმეტად ფრთხილი, არათვალსასეირო ბურთაობაში გაილია პირველი 30 წუთი. შემდეგ ხარაიშვილის შორიდან დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჯონის კარში გავიდა, ხოლო ტაიმის დასასრულს სტუმრებმა ასევე რიკოშეტით გაათანაბრეს ანგარიში.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
საქართველო - დანია
გოლები: 1:1 ხარაიშვილი (30), 1:1 სკოვი (42)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, არაბიძე

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

დანია: ჯონი, ანდერსონი, ნელსონი, რასმუსენი, ნილსენი, ლარსონი, კრისტენსენი, პედერსენი, სკოვი, დუელუნდი, ინგვარტსენი

მთ. მწვრთნელი: ფრედერიკსენი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული