ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მესამე ტურში მაკედონიას დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებით კი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი მოიპოვა.

მატჩში ზუკა დავითაშვილის ბენეფისი შედგა, რომელმაც პოკერი შეასრულა.

დავითაშვილმა მატჩის პირველ 16 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიკი და თავიდანვე ნაკრებს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა. 31-ე წუთზე კი ტრპჩევსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სხვაობა 4:0 გახდა.

მეორე ტაიმის 45-ე წუთზე მაკედონიელებმა პენალტი აიკიდეს და ეს უპირატესობაც დავითაშვილმა გოლად აქცია. 64-ე წუთზე კი
კვარაცხელიამ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 6:0 გახადა. საბოლოო ანგარიში მაკედონიელთა შემტევმა ტრიპეჩსკიმ დააფიქსირა და მატჩი 6:1 დასრულდა.

საპირისპირო მატჩში კი მასპინძელი პოლონეთი ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. საქართველოსა და პოლონეთს ჯგუფში 4-4 ქულა დაუგროვდა, მაგრამ გატანილი გოლების შეფარდებით საქართველოს 8:5-ზე აქვს, ხოლო პოლონეთს 5:3-ზე. ამ მოცემულობით კი მეორე ადგილზე გავედით.

მეორე ადგილოსნებს შორის ევროპის ჩემპიონატზე 7 საუკეთესო გუნდი გადის, ამ მხვრივაც ბელგიისა და გერმანიის ნაკრებზე უკეთესი ბურთების შეფარდება გვაქვს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი ჯგუფში პირველ და მესამე გუნდებთან დაფიქისრებული შედეგიდან გამომდიანრე ვლინდება. შესაბამისად, საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი მაქსიმუმ ხვალ, 28 მარტს გაირკვევა, როცა სხვა ჯგუფის მატჩებიც გაიმართება.

მაკედონიასთან ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, კალანდაძე, ჯანგველაძე, მესიაჩენკო (ჩოთალიშვილი 53'), ტალახაძე, შვარცი, გულიაშვილი (ჩიხლაძე 73'), დავითაშვილი, კვარაცხელია