სამწუხაროდ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა

AutoSharing Option
უეფას რეგლამენტის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ბოლოადგილოსან მაკედონიასთან 6:1 მოგება მეორეადგილოსნებთან ქულების დათვლისას მხედველობაში არ მიიღება, ჩვენს გუნდს სხვებთან შედარებით უარყოფითი შედეგი აღმოაჩნდა და 16-გუნდიან ფინალურ ეტაპზე, რომელიც მაისში ინგლისში ჩატარდება, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მეორეადგილოსნებს შორის საქართველოს ნაკრებმა 1 ქულა დააგროვა, ბურთების შეფარდება 2:4-თან, ბელგიას და გერმანიასაც 1-1 ქულა დაუგროვდათ, თუმცა მათ ბურთების შეფარდება -1 აქვთ და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არა უშავს, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და რაც მათზე იყო დამოკიდებული,გაააკეთეს.როცა გუნდი ბოლომდე იბრძვის,მასზე საყვედურები არასწორად მიმაჩნია,თუმცა პოლონეთთან ის გაძევება რომ არა, იქნებ მიგვეგო კიდეც.ჩვენი ნაკრებიდან ფეხბურთელებს წინა წლებშიც ხშირად გვიძევებდნენ და ეს ალბათ იმის ბრალია,რომ ჩვენმა ბიჭებმა ის პატარ პატარა ეშმაკობები არ იციან,ევროპაში ბავშვობიდანვე რომ ისიხლხორცებენ,ან კიდევ დისციპლინაში მოვიკოჭლებთ.
სოსო
20:37 28-03-2018
3
ეს რა კრეტინიზმია,ვინ მოიფიქრა მსგავსი სისულელე???!! რას ქვია ბოლოადგილოსანთან თამაში არ ითვლება?? სულ გამოფიშფიშდა უეფა???? მაშინ პირველადგილოსანთან თამაში არ ჩათვალოთ,ან ნახევარი ტაიმი ჩათვალეთ..მსგავსი იმბეცილობა არ გამიგია..
ალექს
13:37 29-03-2018
1

სიახლეები პოპულარული