საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისში დაიწყო უეფას განვითარების თასი 16-წლამდე ნაკრებებს შორის. პირველ ტურში დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთი და ბელარუსი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. რეგლამენტის თანახმად, გუნდებმა პენალტების სერიით გამოავლინეს გამარჯვებული. რუმინეთმა 4:3 მოიგო და ცხრილში 2 ქულა ჩაიწერა. 1 ქულა აქვს ბელარუსს.

მეორე მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე საქართველომ 3:2 დაამარცხა ყაზახეთი. გოლები ლუკა ტორონჯაძემ, შალვა ოგბაიძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, ოგბაიძე, მორჩილაძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, ხვედელიძე, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული