შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა და საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ჩვენი გუნდიდან გოლებით ნიკა ტალახაძე და ლუკა ტორონჯაძე გამოირჩნენ.
მეორე შეხვედრაში დავით პეტრიაშვილი არენაზე ბელარუსმა 3:0 სძლია ყაზახეთს. მესამე, დასკვნით ტურში, 6 მაისს, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები სწორედ ბელარუსს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 11 საათზე დაიწყება.
ზვიად ჯელაძემ რუმინეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი,
შეცვლაზე შევიდნენ: ხვედელიძე, დევდარიანი, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, გუგეშაშვილი, ილურიძე