საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ბაქოში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს დილით ბაქოში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის 20-წლამდელთა ნაკრებთან. შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა ბოლოს ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარეს ამხანაგური მატჩი და 3:0 დაამარცხეს მეტოქე.

მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: ცოტნე ფაცაცია (მერანი), ნიკოლოზ ყურშავიშვილი (ცხინვალი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ზაურ კერელეიშვილი (დილა);

ნახევარმცველები: ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ბექა დარცმელია (დინამო თბ),
გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), ლუკა ფოჩხუა (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ლეჟავა (სიონი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (ლოკომოტივი), დავით მუჯირი (ანტალიასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (გაგრა), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
სად არიან: ქოჩორაშვილი( რა გუნდშია?), ბულუხაძე, ჯამასპიშვილი (რა გუნდშია?), ვარძელაშვილი, წულეისკირი, კვანტალიანი (რა გუნდშია?). ყურადღება მიაქციეთ!!!
temurimas akademia
14 მაისი 2018 16:33
1
კოხრეიძე? 19 -საა. არაბიძეზე რამე ინფორმაცია გაქვთ?
გიორგი
14 მაისი 2018 15:23
0
დავით მუჯირი ვინ არის? ან ანტალიასპორში როდის გადავიდა? რაიმე ინფორმაცია არიის? თუარის და რატომ არ წერთ? ფარერებზე რო წავა ვიღაც ტვინს ბურღავთ და ამ კაცმა რა დააშავა?
qomagi
14 მაისი 2018 13:19
1

სიახლეები პოპულარული