ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ბაქოში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს დილით ბაქოში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის 20-წლამდელთა ნაკრებთან. შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა ბოლოს ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარეს ამხანაგური მატჩი და 3:0 დაამარცხეს მეტოქე.

მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: ცოტნე ფაცაცია (მერანი), ნიკოლოზ ყურშავიშვილი (ცხინვალი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ზაურ კერელეიშვილი (დილა);

ნახევარმცველები: ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ბექა დარცმელია (დინამო თბ),
გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), ლუკა ფოჩხუა (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ლეჟავა (სიონი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (ლოკომოტივი), დავით მუჯირი (ანტალიასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (გაგრა), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით