საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაქოში, "დალგა არენაზე"  აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხა 2:1.

ანგარიში 66-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ზია აზიზოვმა გახსნა, 79-ე წუთზე ჩვენი გუნდის ფორვარდმა დავით მუჯირმა (ანთალიასპორი), რომელიც შეცვლაზე შევიდა, საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 83-ე წუთზე თბილისის "ლოკომოტივის" ჰავბეკმა დავით სამურკასოვმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ქავთარაძე (ისიანი 76), ფურცელაძე, ყურშავიშვილი (მუჯირი 71), ტაბატაძე (ლეჟავა 61), გაბიტაშვილი (ჯინჯოლავა 46), სამურკასოვი (კ), ფოჩხუა (კერელეიშვილი 62), ძებნიაური (დარცმელია 46), ბუღრიძე (სპანდერაშვილი 61), არველაძე, ერგემლიძე (ფაცაცია 71)
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოგება კარგია მაგრამ 79 წუთამდე ბურთს საერთოდ რომ ვერ გააგორებ,უმწეოთ რომ გამოიყურები და ცენტრს რომ ვერ გადაცდები მაგაშია საქმე.აზერებმა ბევრი მაზეს.
მოყვარეს პირში უძრახე
17 მაისი 2018 14:13
1
თამაში არ მინახავს მაგრამ მოგება მოგებაა ვულოცავ ბიჭებს.
პაატა
17 მაისი 2018 13:00
0
ამ ხალხის ვერ გავიგე. როცა ნაკრები აგებს და კარგად თამაშობს იძახიან მოიგოს და თუ გინდა 11 ფეხბურთელი ჩადგეს კარშიო და როცა მასეთ თამაშს ვიგებთ სადაც კარგად ვერ ვთამაშობთ მაშინ თამაშია მნიშვნელოვანი და არა მოგება? ჩამოყალიბდით ბიძია რა გინდათ და მერე გააკეთეთ კომენტარი. წარმატებები ბიჭებს და ვუსურვებ მოგებას ყოველთვის თუნდაც ასეთ თამაშით.
roma
17 მაისი 2018 12:54
1
მთავარი მოგება კი არა ფეხბურთის თამაშია რაც აზერბაიჯანს უფრო გამოუვიდა
kalmzaxi
17 მაისი 2018 11:39
3
Eg kvelam icis mara magatac xo undat salaparako qondet:)))
Papu
17 მაისი 2018 00:33
0
აბა კლუბები,რომ გვიგებენ ისენი ლეგიონერები გვიგებენ,თორემ აზერბაიჯანის ფეხბურთელები სხვანაირად ჩვენებს ვერ აღემატებიან
sagol dzmao
16 მაისი 2018 23:05
1
რა დაუწუნეთ აზერებს, მაგრად ითამაშეს, არ მოველოდი!
fsiuuu
17 მაისი 2018 11:30
2

სიახლეები პოპულარული