გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
3 და 6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს უელსის 21-წლამდელთა ნაკრებთან. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა - გუნდი 28 მაისიდან დაიწყებს შეკრებას.

ოფიციალური მატჩებისგან განსხვავებით, შემადგენლობა, ცხადია, შედარებით გადახალისებულია - მწვრთნელმა რამდენიმე ახალწვეულსაც უხმო და ასევე, ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა 20-წლამდელთა ნაკრებიდან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სტუმრად 2:1 დაამარცხა აზერბაიჯანი.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ოთო გოშაძე (დინამო თბ);

მცველები: გაგი მარგველაშვილი
(საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ვაჟა ფაცაცია (მერანი);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა);

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), დავით მუჯირი (ანტალიასფორი, თურქეთი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაბიცეს არ გამოიცახეს იმიტომ რომ მუჯირის გამოცახება იყო სავალდებულო რიგი მიზეზებიდან გამომდინარე..არაბიცე ცალი ფეხიტ ჯობია ყველას აქ ვინც არის..
ki-s
24 მაისი 2018 08:18
0
მართლაც რას ერჩიან არაბიძეს ვერ ვხვდები. ხასიათს თუ უწუნებენ არ ვიცი და კარგი მწვრთნელი ნებისმიერ ფეხბურთელთან გამონახავს ურთიერთობის დალაგების საშუალებას.
emigranti
24 მაისი 2018 02:42
0
ნახევადაცვა ძალიან სუსტად გამოიყურება.
ჯანო31
23 მაისი 2018 20:20
0
Arabize arc aq gamoizaxet?
Ki
23 მაისი 2018 17:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული